ფეხბურთი

15:01 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: “ბევრი მომენტი შევქმენით, უნდა მოგვეგო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი “ჰალთან” პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩის (0:0) შედეგით იმედგაცრულებულია და აღნიშნავს, რომ მის გუნდს ამ თამაშის მოგება მართებდა.

“ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და აუცილებლად უნდა მოგვეგო. ბევრი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. “ჰალის” მეკარემ რამდენიმე ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა”- განაცხადა თამაშის შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა.

“მანჩესტერი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.

0.109703