თამაშგარე

11:43 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალიონა სერედოვა ბედს შეეგუა

დიდ “საფეხბურთი კარაბადინში” სწერია, “ვინც ჯიჯი ბუფონი დაივიწყოს, არ გაიხაროს და იმას დეეწოს ფეხის თითებიო”. როგორც ჩანს, ეს წყევლა-კრულვა კარგად უწყის ჯიჯის ყოფილმა ცოლმა და შვილების დედამ, ცნობილმა მოდელმა, ალიონა სერედოვამ, რომელიც ყოფილ ქმარზე აუგს არასოდეს ამბობს.

ამჟამად ალიონაცა და ჯანლუიჯიც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და წარმოშობით ჩეხმა მოდელმა უკვე იშოვნა შეძლებული და მრავლისმოქმედი ქმარი, მაგრამ მას იტალიის ბულვარული მედია ცხადია კვლავ ჯიჯის ნაცოლარად მოიხსენებს და ამას სერედოვას ქალი ვერაფერს უპირისპირებს.

“ჯანლუიჯი ბუფონი იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის დიდი ლეგენდაა და მე ეს ძალიან კარგად ვიცი. შეიძლება მართლაც არ მომწონს, როდესაც მე კვლავ ჯიჯის ნაცოლარად მიხმობენ, მაგრამ ეს რეალობაა და იტალიის ყველა დროის საუკეთესო მეკარის ყოფილი ცოლის სახელს ალბათ ვერასოდეს გავექცევი” – გულდარდიანად ამბობს ალიონა სერედოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127399