საქართველოს 15-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თურქეთში სტამბოლურ გრანდ “ბეშიქთაშის” 16-წლამდელთა გუნდთან მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა.
შეხვედრა IBB-სთანმატჩის ანალოგიური გამოდგა. ქართველები 1 წლით უფროსი ასაკის გუნდს ხვდებოდნენ, პირველი მეოთხედი მოიგეს, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ზურა ტომარაძის გაწვრთნილმა 15-წლამდელებმა პირველი მეოთხედი 15:13 მოიგეს, მეორე პერიოდიდან კი მასპინძლებმა გარდატეხის მოხდენა მოახერხეს.
ქართველები ბოლომდე იბრძოდნენ და უპირატესობის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა ასაკმა თავისი გაიტანა. “ბეშიქთაშის” კალათბურთელებმა მეორე მეოთხედი 8 ქულით მოიგეს, მომდევნო პერიოდებშიც იძალეს და საბოლოოდ 20 ქულის სხვაობით – 72:52 გაიმარჯვეს.
ქართველებს აკაკი ფიფიამ ულიდერა, რომელმაც პირად ანგარიშზე 21 ქულა ჩაიწერა. ზაურ ჯანელიძემ ნაკრებს 11 ქულა შემატა. ხვალ, ჩვენი გუნდი კიდევ ერთ თურქულ გრანდ “ეფესის” 16-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება.
ამხანაგური მატჩი. სტამბოლი. 3 დეკემბერი
ბეშიქთაში (U16) – საქართველო (U15) 72:52 (13:15, 20:12, 16:8, 23:17)
საქართველო: კაკუბერი, ყირიმელი, მდივანი, ა.ფიფია (21), ბ. ქავთარაძე (3), ჩეჩელაშვილი, ალავიძე (4), ბითაძე (6), ხურცილავა, გაფრინდაშვილი (3), მამუკელაშვილი (4), ჯანელიძე (11), აბულაძე.
www.gbf.ge