ფეხბურთი

0:15 | 1.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ემპოლიმ” “ნაპოლის” ფეხბურთელი შეიძინა

მაროკოს ნაკრებისა და “ნაპოლის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ომარ ელ კადური “ემპოლის” ღირსებას დაიცავს. როგორც ნეაპოლური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 26 შემტევმა ნახევარმცველმა ნეაპოლი უკვე დატოვა.

ომარ ელ კადურიმ “ემპოლისთან” 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მან “ფიორენტინაში” გადასული რიკარდო საპონარა უნდა შეცვალოს.

მაროკოელი ნახევარმცველი “ნაპოლიში” 2012 წელს ჩაირიცხა, თუმცა 2013-2015 წლებში “ტორინოში” იყო განათხოვრებული. მიმდინარე სეზონში კი, “ნაპოლის” ღირსება მხოლოდ 5-ჯერ დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115622