ფეხბურთი

23:49 | 31.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პალადინო “ჯენოას” დაუბრუნდა

ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი რაფაელე “პალადინო” “კროტონედან” “ჯენოაში” დაბრუნდა. ამის შესახებ გენუური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. პალადინო ლიგურიაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით იასპარეზებს.

რაფაელე პალადინო “კროტონეში” 2015 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და მიმდინარე სეზონში 19 თამაშში 2 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ იგი “ჯენოაში” 2008-2011 წლებშიც გამოდიოდა. გარდა ამისა, პალადინოს “ლივორნოს”, “იუვენტუსისა” და “პარმას” რიგებშიც აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1183