ლევერკუზენის “ბაიერი” “გენკის” 19 წლის შემტევით, ლეონ ბაილით გაძლიერდა. როგორც “ფარმაცევტთა” ვებგვერდი გვამცნობს, იამაიკელმა ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულმადე გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხა დაუჯდა გერმანულ კლუბს აღნიშნული ტრანსფერი.
“ბაიერი” ძალიან კარგი გუნდია, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ეს ჩემი სტილისთვის იდეალური ადგილია”, - განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.
ბაილი “ლევერკუზენში” 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მან ევროპული გუნდების ინტერესი მიმდინარე სეზონში მიიპყრო, როცა ევროპა ლიგაზე ჩატარებულ 6 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.