ფეხბურთი

19:40 | 29.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრანისლავ ივანოვიჩი "ჩელსიდან" მიდის

ლონდონის “ჩელსის” ვეტერანი სერბი მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი ტოვებს. ინგლისური გამოცემების ონფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ივანოვიჩი კარიერას სანქტ-პეტერბურგის “ზენიტში” გააგრძელებს.

როგორც ირკვევა, “ზენიტი” ივანოვიჩს 2 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 5 მილიონ ევროს გადაუხდის. ტრანსფერის გაოფიციალურებას უახლოეს ხანებში ვარაუდობენ.

ბრანისლავ ივანოვიჩი “ჩელსიში” 2008 წელს გამოჩნდა და მიმდინარე სეონამდე დაცვის ხაზის ერთ-ერთი ლიდერი იყო. თუმცა, ანტონიო კონტეს გუნდში მისვლის შემდგომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. განსაკუთრებით, სექტემბრის თვიდან მოყოლებული. ივანოვიჩმა ხსენებულ დროში ლონდონში ყველა შესაძლო ჯილდო მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

აღსანიშნავია, რომ ბრანისლავისთვის რუსეთი უცხო არაა – “ჩელსიმდე” იგი წარმატებით მოსკოვის “ლოკომოტივის” რიგებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11115