კალათბურთი

19:30 | 28.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,თბილისი“ და ,,რეგიონი“ ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ

დასრულდა 2016-2017 წლების საკალათბურთო სეზონის All Star-ი , რომელშიც სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები მონაწილეობდნენ.

სუპერლიგის მონაწილე 8 გუნდიდან 4 თბილისს, ხოლო დანარჩენი რეგიონებს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე გუნდებს სიმბოლურად ,,თბილისი“ და ,,რეგიონი“ დაარქვეს. ,,თბილისის“ მთავარ მწვრთნელად ,, დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია, ხოლო მის თანაშემწედ ,,კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი არჩილ ჟღენტი დაინიშნა. რეგიონს ,,ქუთაისის“ მთავარ მწვრთნელი კოტე ტუღუში ხელმძღვანელობდა, ხოლო ასისტენტობას ,,რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი რამაზ გოგობერიშვილი უწევდა. სხვადასხვა მიზეზის გამო ხოშტარიამ All Star-ში მონაწილეობა ვერ მოახერხა და ამიტომ ,,თბილისის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობა არჩილ ჟღენტმა შეასრულა.

All Star-ის მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულები გამოკითხვის შედეგად შეირჩა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. სათადარიგოები მთავარმა მწვრთნელებმა შეარჩიეს. გამოკითხვის შედეგად გუნდების სასტარტო შემადგენლობა ასე დაკომპლექტდა.

,,თბილისი“

ნოდარ გოგოძე (,,დინამო“), ოთარ ფხაკაძე ( ,,მგზავრები“),ლევან ფაცაცია (,,დინამო“),მიხეილ ბერიშვილი ( ,,დინამო“),ილია ლონდარიძენ(,,დინამო“)

,,რეგიონი“

გიორგი ცინცაძე , ზაურ ფაშაევი,გიორგი ბარბაქაძე,ანატოლი ბოისა,ბექა ბექაური ( ყველა ,,ქუთაისი“)

სათადარიგო მოთამაშეები:

,,თბილისი“

დეონტა ვონი ( ,,დინამო“), რევაზ როგავა ( ,,ოლიმპი“), ირაკლი ჩლაიძე ( ,,კაკტუსი“), კახა ტომარაძე ( ,,ოლიმპი“), ტერიკ ბრიჯმენი ( ,,კაკტუსი“), ჯონ ფლოვიესი ( ,,კაკტუსი“), უოლტერ პიჩფორდი ( ,,ოლიმპი“)

,,რეგიონი“

ტომი სპანოლო ( ,,რუსთავი“), ჩარლი ლი ( ,,რუსთავი“), უეიდ ლათანი ( ,,სოხუმი“), ოთარ ბულიავა ( ,,სოხუმი“), დავით ბარბაქაძე (,,სოხუმი“), კახაბერ ჯინჭარაძე ( ,,ბათუმი“) , გიორგი ჯგერენაია (,, სოხუმი“)

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გუნდები დაცვას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდნენ, ამიტომაც მატჩი უხვქულიანი გამოდგა . იგი კალათბურთისათვის უჩვეულო ანგარიშით 128:128 დასრულდა. შესვენებებზე ჩატარდა ჩატენვებისა და სამქულიანების კონკურსი. ჩატენვებში ტომი სპანოლომ, უეიდ ლათანმა, ოთარ ბულიავამ, ტერიკ ბრიჯმენმა, უოლტერ პიჩფორდმა და ,,ა“ ლიგის წარმომადგენელი ,,დელტას“ კალათბურთელმა დეანდრე ლეიმ მიიღეს მონაწილეობა. ფინალში ბრიჯმენი და რეი გავიდნენ, სადაც რეიმ იმარჯვა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

რაც შეეხება სამქულიანების კონკურსს, აქაც ექვსი კალათბურთელი: დეონტა ვონი, ირაკლი ჩლაიძე, გიორგი ბარბაქაძე, დავით ბარბაქაძე, ქეისი კასპერბაუერი და აკაკი ლომოური მონაწილებდნენ. ფინალში კასპერბაუერი და დავით ბარბაქაძე გავიდნენ, რომლებმაც შესაბამისად 20 და 17 ქულა დააგროვეს. ფინალში კასპერბაუერმა ისევ 20 ქულა მიითვალა, ხოლო ბარბაქაძემ ამჯერად 16 ქულის მოგროვება შეძლო.

All Star-ის საუკეთესო მოთამაშედ მიხეილ ბერიშვილი დაასახელეს, რომელმაც 30 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. სამახსოვრო პრიზებთან ერთად ბერიშვილმა 1000, ხოლო კასპერბაუერმა და რეიმ 500-500 ლარი მიიღეს.

,,თბილისი“-,,რეგიონი“ 128:128 (36:37, 32:41, 33:22, 27:28)

0.276866