ფეხბურთი

23:23 | 27.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” გრენიე დაიმატა

იტალიურმა “რომამ” “ლიონის” აწ უკვე ყოფილი 25 წლის ნახევარმცველი კლემენ გრენიე დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია "მგლების" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ფეხბურთელი უკვე რომშია და სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის.

ხელშეკრულების თანახმად, გრენიე იტალიაში მიმდინარე სეზონს იჯარით ჩაამთავრებს, ხოლო ზაფხულში მისი სრულად გამოსყიდვა 3.5 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

კლემენ გრენიეს ამ სეზონში ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია – ჯამში 6-ჯერ გავიდა მოედანზე. ისე კი, წინა წლებში “ოლიმპიკის” წამყვანი მოთამაშე გახლდათ.

0.108317