ფეხბურთი

3:05 | 23.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “არსენალმა” წვალებით მოიგო, “ჩელსი” კვლავ დამაჯერებელია

პრემიერლიგის 22-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა. ერთპიროვნულმა ლიდერმა “ჩელსიმ” შინ აუტსაიდერი “ჰალი” დაამარცხა და უახლოეს მდევარს უკვე 8 ქულით გაუსწრო.

პირველ ნახევარში ძალიან სამწუხარო ინციდენტი მოხდა. მე-14 წუთზე გარი კეჰილი და რაიან მეისონი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა უმძიმესი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ჯერჯერობით ინგლისელი ნახევარმცველის მდგომარეობა მძიმეა.

აღნიშნული მომენტის გამო, პირველ ნახევარს 10 წუთი დაემატა და ანგარიში მე-7 დამატებულ წუთზე დიეგო კოშტამ გახსნა, რომელმაც ახლო მანძილიდან მიმდინარე პრემიერლიგაში მე-15 ბურთი შეაგდო, ხოლო 81-ე წუთზე გარი კეჰილმა თავური დარტყმით მასპინძლებს უპირატესობა გაუმყარა – 2:0.

ძალიან გაუჭირდა “არსენალს”, რომელმაც გამარჯვება მსაჯის მიერ მე-8 დამატებულ წუთზე მოიპოვა. ლონდონელები 59-ე წუთზე თავური დარტყმით შკოდრან მუსტაფიმ დააწინაურა, რომელმაც “მეთოფეების” მაისურით პირველად გაიტანა. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და თითქოს პრობლემები არ უნდა შექმნოდათ, მაგრამ გატანილი გოლიდან 6 წუთში გრანიტ ჯაკამ მიმდინარე პრემიერლიგაში მეორე წითელი ბარათი მიიღო და თავის გუნდი კაცნაკლული დატოვა. “ბარნლიმ” გათანაბრება 93-ე წუთზე მოახერხა: კოკლენმა საკუთარ საჯარიმოში წესები დააღვია, ხოლო 11-მეტრიანი ზუსტად გრეიმ შეასრულა. “არსენალმა” გამარჯვება მაინც შეძლო: მე-7 დამატებულ წუთზე პენალტი უკვე ბენ მიმ აიკიდა, ხოლო მისი შესრულება ალექსის სანჩესმა ითავა და ეს მშვენივრადაც მოახერხა – 2:1.

მესამე მატჩში “საუთჰემპტონმა” მოქმედი ჩემპიონი “ლესტერი” მიიღო და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.

საუთჰემპტონი – ლესტერი 3:0 (2:0)

საუთჰემპტონი, “სენტ-მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ვან დეიკი (სტეფენსი 55), იოშიდა, სოარეში, ბერტრანი, რომეუ, უარდ-პროუსი, ჰიობერგი (კლასი 73), რედომნდი, ტადიჩი ჯ.როდრიგესი (ლონგი 80).
მწვრთნელი: კლოდ პუელი

ლესტერი (4-1-2-1-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი, ფუქსი, ნდიდი, დრინკვოთერი, მენდი (ოლბრაიტონი 46), ოკაზაკი (მუსა 63), დ.გრეი, ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 1:0 უარდ-პროუსი (26), 2:0 ჯ.როდრიგესი (39), 3:0 ტადიჩი (86 პენ.)
გაფრთხილებები: მორგანი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

არსენალი – ბარნლი 2:1 (0:0)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი, პაულისტა, ჯაკა, რემსი, ოზილი (ბელერინი 87), ივობი (კოკლენი 69) სანჩესი, ჟირუ (უელბეკი 87).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, კინი, მი, უარდი, ლოუტონი, მარნი (ტარკოვსკი 76), ჰენდრიკი (ბარტონი 73), ბოიდი, დეფური (ვოკსი 77), ა.გრეი, ბარნესი.
მწვრთნელი: სეან დიჩი

გოლები: 1:0 მუსტაფი (59), 1:1 ა.გრეი (93), 2:1 სანჩესი (98)
გაფრთხილებები: მუსტაფი – ლოუტონი, მარნი, ბარნესი
გაძევება: ჯაკა (65)
მსაჯი: ჯონათან მოსი

ჩელსი – ჰალი 2:0 (1:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (3-4-3): კურტუა, ლუისი, კეჰილი, აზპილიკუეტა, კანტე, მატიჩი, ალონსო, მოზესი, აზარი (ფაბრეგასი 71), პედრო (ვილიანი 71), კოშტა (ბაჩუაი 87).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ჰალი (3-4-2-1): იაკუპოვიჩი, მ.დოუსონი, კ.დევისი (ნიასე 59), მაგუერე, მეისონი (მეილერი 21), ჰადლსტოუნი, ელაბდელაუი, რობერტსონი, ევანდრო, კლუკასი, ა.ერნანდესი (დიომანდე 75).
მწვრთნელი: მარკო და სილვა

გოლები: 1:0 კოშტა (45+7), 2:0 კეჰილი (81)
გაფრთხილებები: კანტე – მ.დოუსონი, კ.დევისი, რობერტსონი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153725