ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი რუუდ გულიტი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბას გამოფხიზლებისკენ და თამაშზე მეტი კონცენტრაციისკენ მოუწოდებს. გულიტის განცხადებით, თუ პოგბა ასე არ მოიქცევა, მაშინ იგივე გზის გავლა მოუწევს, რაც მემფის დეპაის.
“დიახ, შესაძლოა, პოგბა იყოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. თუ იგი უმეტეს დროს იმაზე დახარჯავს, როგორი სტილის ტანსაცმელი ჩაიცვას, თმა რა ფერზე შეიღებოს ანაც სოციალურ ქსელში გაატარებს დიდ დროს, იგივე ბედი ელის, რაც მემფის დეპაის.
ფრანგმა უნდა გააცნობიეროს, რომ ინგლისში მაღალ დონეზე თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ყოველ კვირაში იშრომებს და კარიერისთვის ყველაფერს გაიღებს”, - განაცხადა გულიტმა.
შეგახსენებთ, რომ მემფის დეპაი “მანჩესტერში” გატარებული წარუმატებელი სეზონნახევრის შემდგომ ახლახან “ლიონში” გადავიდა. პოგბას რაც შეეხება, ფრანგი მასში გადახდილ თანხის ფონზე ინგლისში მართლაც ვერ გამოიყურება სათანადოდ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=Mi5X70jF1Aw')>0?'https://www.youtube.com/watch?v=Mi5X70jF1Aw':'https://www.youtube.com/watch?v=Mi5X70jF1Aw')) zazaze magari video
dd
ბალოტელიც მიათვალეთ ამ სიას
გამოუშვან ხოდა ბარსაში ამ რაკიტჩ დენისებს ერთად აღებულს აჯობებს
ჩემს აზრზე ყოფილა გულიტი
ჩემთვის პოგბა არაა დიდი ფეხბურთელი და რა აქვს გაკეთებული იმისთვის რა ფასიც ადევს მაგას ვერ ვხვდები. ცარიელი პიარია ტიპი და ყველა მნიშვნელოვან თამაშში ისვრის შარვალშიი.
პოტენციალი მართლა დიდი აქვს მაგრამ ჭკუა როგორც ჩანს არცთუისე ბევრი აქვს
პოგბა მანჩესტერში დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, ( რასაც მისგან ელიან) ის იქ ფეხბურთის სათამაშოდ არ წასულა, დაქირავებულ დიდ მეომარს კი გულანთებული გლეხი ჯობია