ჭადრაკი

22:03 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონატს სამეული ლიდერობს

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 76-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის პარტიები ჩატარდა. ყველაზე დაძაბული მიხეილ მჭედლიშვილისა და კონსტანტინე შანავას შეხვედრა გამოდგა, რომელიც 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გაიმარჯვა მჭედლიშვილმა და ლუკა პაიჭაძესა და ირაკლი ბერაძესთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

ყველაზე მოულოდნელი ბერაძის გამარჯვება იყო, რომელსაც ჩემპიონატის მონაწილე სპორტსმენთა შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს და ამ პირველ ტურში მესამე რეიტინგის მქონე მერაბ გაგუნაშვილს მოუგო.

პირველი ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

დავით არუთინიანი -თორნიკე სანიკიძე 0,5:0,5

ლუკა პაიჭაძე-დავით ჯოჯუა 1:0

ლევან ფანცულაია-გიგა ყუფარაძე 0,5:0,5

მერაბ გაგუნაშვილი-ირაკლი ბერაძე 0:1

მიხეილ მჭედლიშვვილი- კონსტანტინე შანავა 1:0

მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი:

სანიკიძე-შანავა

ბერაძე-მჭედლიშვილი

ყუფარაძე-გაგუნაშვილი

ჯოჯუა-ფანცულაია

არუთინიანი-პაიჭაძე

0.111479