დაიწყო ,,ა’’ ლიგის საკალათბურთო ჩემპიონატი, სადაც ერთმანეთს ამ ლიგის გამოცდილი გუნდი ,,წყალტუბო’’ და დებიუტანტი ,,ტიტები’’ დაუპირისპირდნენ.
რადგან წყალტუბოს საკალათბურთო დარბაზს ტაბლოს პრობლემები ჰქონდა შეხვედრას ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. პრობლემები ჰქონდათ სტუმრებს, რომლებმაც ფეხის ტრავმის გამო გუნდის ლიდერი გიორგი-ლაშა გამყრელიძე მოისაკლისეს.
ასეთი მძიმე დანაკლისის მიუხედავად შეხვედრა ,,ტიტების’’ უპირატესობით დაიწყო, რომელიც პირველი მეოთხედის შემდეგ ცხრა ქულის სხვაობით 25:16 დაწინაურდა. მეორე და მესამე მეოთხედებმა გარდამავალი უპიტატესობით ჩაიარეს. ბოლო მეოთხედში ,,წყალტუბომ’’ ძალიან მოინდომა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო და მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდა 76: 73 გაიმარჯვა ,,ტიტებმა’’ და ლიგაში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ლეგიონერები აქტიურობდნენ. ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი ,,წყალტუბოს’’ უკანახაზელმა ტრავანტე უილიამსმა აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა და 10 მოხსნაა. იმერთა გუნდის კიდევ ერთმა უკანახაზელმა ბრაიან ბლექმონმა კი 25 ქულა დააგროვა.
სტუმართა მხრიდან რაიან აარონმა 26, ხოლო არმანი ფლანიგანმა 22 ქულა დააგროვეს. რაც შეეხება ნეით დრეიტონს 11 ქულითა 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
,,წყალტუბო’’-,,ტიტები’’73: 76 (16:25, 17:17, 17:18, 23: 16)