ფეხბურთი

0:41 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გრანადამ” ისლანდიის ნაკრების მცველი დაიმატა

“გრანადამ” ისლანდიის ნაკრების ცენტრალური მცველი სვერირ ინგი ინგასონი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

23 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო “ლოკერენმა” მის სანაცვლოდ 1.8 მილიონი ევრო მიიღო.

ინგასონი ისლანდიის ნაკრების წევრი 2014 წლიდანაა. ის ევროპის ჩემპიონატზეც იმყოფებოდა და 2-ჯერ მოუწია თამაში. მან მიმდინარე სეზონში “ლოკერენის” მაისური 23-ჯერ მოირგო და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128871