ფეხბურთი

19:05 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" ევროპა ლიგის ექს ფინალისტთან ისპარინგებს

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი თბილისის “დინამო”, რომელიც თურქეთში იმყოფება შეკრებაზე, ამხანაგურად 2015 წლის ევროპა ლიგის ფინალისტ “დნიპროს” გაეჯიბრება. ამის შესახებ უკრაინული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება.

აქამდე, ცნობილი გახლდათ, რომ “დინამოს” თურქეთში სპარინგები სლოვაკურ “ჟილინასთან”, რუსულ “ტომთან”, მაკედონიურ “რაბოტნიჩკთან” და რუსულ “ორენბურგთან” ჩაატარებდა.

“დინამო” შეკრებაზე 16 იანვარს გაემგზავრა და თურქეთში 5 თებერვლამდე დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116343