ჭადრაკი

10:37 | 20.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია ვეიკ-ან-ზეეში

ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის მე-5 ტურში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. ასპარეზობის მონაწილეთა შორის ყველაზე დაბალი რეტინგის მქონე, ტურნირის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა, ინდოელმა მოჭადრაკე ბაშკარან ახდიბანმა (2653) შავებით მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ სერგეი კარიაკინს (რუსეთი, 2785) მოუგო და აუტსაიდერობას თავი დააღწია.

პირველი შეხვედრა წააგო ასპარეზობის აწ უკვე ყოფილმა ერთპიროვნულმა ლიდერმა პაველ ელიანოვმა (უკრაინა, 2755), რომელიც თეთრებით ლევონ არონიანს (სომხეთი, 2780) ეთამაშებოდა. ამასობაში მე-2 ადგილზე მყოფმა უესლი სომ (აშშ, 2808) შეძლო პენტალა ჰარიკრიშნას (ინდოეთი, 2766) დამარცხება და 4 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

რაც შეეხება „ბ“ ჯგუფის მონაწილე სოფო გურამიშვილს, იგი კვლავ დამარცხდა და 0,5 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

მე-5 ტურის ტექნიკური შედეგები

ელიანოვი - არონიანი 0:1

კარიაკინი - ახდიბანი 0:1

სო - ჰარიკრიშნა 1:0

ვოიტაშეკი - ვან ველი 1:0

ანდრეიკინი - რაპორტი 0,5:0,5

ვეი ი - გირი 0,5: 0,5

ნეპომნიაში - კარლსენი 0,5:0,5

სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ

1. სო 4.0 ქულა

2-3. ელიანოვი, კარლსენი 3,5-3,5

4. არონიანი 3,0

5-10. ჰარიკრიშნა, კარიაკინი, ვოიტაშეკი, ვეი ი, გირი, ანდრეიკინი 2,5-2,5

11-12. ნეპომნიაში, ახდიბანი 2,0-2,0

13. რაპორტი 1,5

14. ვან ველი 0,5

მე-6 ტურის წყვილები

არონიანი - კარლსენი

გირი - ნეპომნიაში

რაპორტი - ვეი ი

ვან ველი - ანდრეიკინი

ჰარიკრიშნა - ვოიტაშეკი

ახდიბანი - სო

ელიანოვი - კარიაკინი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112129