ჩოგბურთი

16:50 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერენამ საფაროვას აჯობა 

დიდი სლემის 22-გზის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/32-ფინალში ჩეხი ლუსი საფაროვა 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 28 წუთს გაგრძელდა. სერენამ ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკით იმარჯვა.

საფაროვამ ექვსი შესაძლებლობიდან ვერც ერთი ბრეიკი ვერ შეასრულა, ხოლო სერენამ 5-დან ორი გამოიყენა.

მომდევნო შეხვედრაში უილიამსი თანამემამულე ნიკოლა გიბს შეხვდება, მატჩი 20 იანვარს თბილისის დროით 04:00 საათზეა დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111985