კალათბურთი

15:54 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში დეროზანი და ჰეივორდი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში “ტორონტოს” ლიდერი დემარ დეროზანი და დასავლეთში “იუტას” კალათბურთელი გორდონ ჰეივორდი დაასახელეს.

გასულ კვირას “ტორონტომ” სამივე შეხვედრა მოიგო, დეროზანი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 30.7 ქულას და 7.3 მოხსნას აკეთებდა. ჰეივორდი საშუალოდ ერთ მატჩში 23.7 ქულას, 6 მოხსნას და 4 პასს აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121168