კალათბურთი

14:47 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილის 9 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება "სამარასთან"

აკაკი დვალიშვილის „ნოვოსიბირსკმა“ რუსეთის სუპერლიგა 1-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ციმბირელებმა „სამარას“ უმასპინძლეს და 7 ქულის სხვაობით - 80:73 სძლიეს.

აღსანიშნავია, რომ ნოვოსიბირსკელებმა მეტოქის გატეხვა ბოლო პერიოდში მოახერხეს, რომლის დაწყებამდეც 4 ქულით აგებდნენ. დიდი შესვენებისთვის სულაც მასპინძლები 7 ქულით ჩამორჩებოდნენ.

გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო დვალიშვილმა, რომელმაც არასრულ 14 წუთში 9 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. აკაკიმ 3-დან 2 ორქულიანი, 2-სან 2 საჯარიმო და 1 სამქულიანი ჩააგდო. საუკეთესო 24 ქულით სერგეი ტიკარევი გახდა, დიმიტრი მაკეევის ანგარიშზე კი 19 ქულა დაგროვდა.

დვალიშვილის გუნდს 9 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩი ნოვოსიბირსკელებს ისევ შინ, 19 იანვარს, „რიაზანთან“ ელით.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112577