კალათბურთი

11:44 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ა” ლიგის გუნდი ფინალში ითამაშებს

კალათბურთში ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მეომორიალის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გამოვლინდა ის ორი გუნდი, რომლებიც ფინალში იასპარეზებენ. ესენი არიან მემორიალის ბოლო გათამაშების გამარჯვებული ,,ქუთაისი’’ და ,,ა’’ ლიგის წარმომადგენელი ,,არენა 76’’ .

,,ა“ ჯგუფში, სადაც ,,ქუთაისი“, ,,სოხუმი“, სეუ და ,,წყალტუბო“ თამაშობდნენ, ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. ფინალში გასასვლელად ძირითადი კონკურენტები მემორიალის შარშანდელი ფინალისტები ,,ქუთაისი“ და ,,სოხუმი“ იყვნენ. ამ გუნდებს შორის დაპირისპირება უაღრესად დაძაბული გამოდგა, გამარჯვებული მხოლოდ მეორე ოვერტაიმში გამოვლინდა და ეს გუნდი, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ,,ქუთაისი“ აღმოჩნდა.

ყველაფერი თავდაყირა დადგა ,,ბ“ ჯგუფში, სადაც უმაღლესი ლიგის გუნდებთან ( ,,რუსთავი“, ,,კაკტუსი“, ,,მგზავრები“ ) ერთად ,,ა“ ლიგის წარმომადგენელი ,,არენა 76“ იბრძოდა. ყველასათვის მოულოდნელად, ფავორიტად მიჩნეულმა ,,რუსთავმა“ სამივე შეხვედრა წააგო. ყველაზე დიდი სიურპრიზი ,,არენა 76“- მა შემოგვთავაზა, რომელმაც ,,კაკტუსსა“ და ,,მგზავრებთან“ ერთად თანაბარი 5-5 ქულა დააგროვა და ბურთების უკეთესი შეფარდებით ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მესამე სეზონია, რაც ,,ა“ ლიგა არსებობს და ეს პირველი შემთხვევაა, რომ ამ ლიგის წარმომადგენელი საქართველოში ჩატარებული ტურნირების ( დუდუ დადიანის და საკანდელიძე-ქორქიას მემორიალები, საქართველოს თასი) ფინალში ითამაშებს.

14 იანვარი

,,წყალტუბო“- ,,ქუთაისი“ 65:84

,,არენა 76“- ,,კაკტუსი“ 74:75

,,რუსთავი“-,,მგზავრები“ 101:104

,,სოხუმი“-სეუ 89:53

15 იანვარი

,,მგზავრები“-,,კაკტუსი“ 74:69

,,არენა 76“-,,რუსთავი“ 81:72

სეუ- ,,წყალტუბო“ 72:70

,,ქუთაისი“- ,,სოხუმი“ 103:97

16 იანვარი

,,სოხუმი“- ,,წყალტუბო“ 109:97

..მგზავრები“- არენა 76“ 84:87

,,კაკტუსი“ ,,რუსთავი“ 74:70

სეუ- ,,ქუთაისი“ 61:84

,,ა“ ჯგუფი

ქუთაისი 3 3 0 271-223 6
სოხუმი 3 2 1 295-253 5
სეუ 3 1 2 196-243 4
წყალტუბო 3 0 3 232-265 3

,,ბ“ ჯგუფი

არენა 76 3 2 1 242-231 5
მგზავრები 3 2 1 262-257 5
კაკტუსი 3 2 1 218-218 5
რუსთავი 3 0 3 243-259 3

18 იანვარი

ფინალი ,,ქუთაისი“- ,,არენა 76“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113545