მსოფლიოს ნომერ მეოთხე ჩოგბურთელი რუმინელი სიმონა ჰალეპი ავსტრალიის ღია პირველობაზე მოულოდნელად, რეიტინგის 52-ე ნომერთან შელბი როჯერსთან 3:6, 1:6 განადგურდა.
შეხვედრა საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. სიმონას არანაირი შანსი არ ჰქონია. როჯერსმა 11-დან 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო სიმონას სულ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა.
მომდევნო წრეში როჯერსი ბარტის შეხვდება.
მთლიანად ავსტრალიის ღია პირველობის ტურნირის საპრიზო ფონდი 50 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.