ფეხბურთი

16:10 | 15.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ბემფორდი დაიბრუნა

"ბარნლის" ტვიტერის გვერდის ინფორმაციით, 23 წლის ინგლისელი თავდამსხმელი პატრიკ ბემფორდი ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნდა. ახალგაზრდა მოთამაშე იჯარის წესით თამაშობდა, თუმცა სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.

ჯერჯერობით უცნობია ბემფორდი მთავარ გუნდში ითამაშებს თუ სარეზერვოში, თუმცა ინგლისელი ჟურნალისტები პატრიკის დაბრუნებას დიეგო კოშტას ჩინეთიდან ინტერესს უკავშირებენ, ანტონიო კონტემ კი აზიიდან შემოთავაზების შესახებ არაფერი იცის.

ბემფორდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მოედანზე 33 წუთი დაჰყო. საუკეთესო პერიოდი კი პატრიკს "მიდლსბროში" ჰქონდა, 2014/15 წლების სეზონში ინგლისელმა ჩემპიონშიფის 38 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133089