ფეხბურთი

0:23 | 15.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილას" ბრაზილიელი ახალწვეულები

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონმა გორის “დილამ” ერთბაშად ორი ტრანსფერი განახორციელა. როგორც გორელთა გუნდის ფეისბუქგვერდი გვამცნობს, ამიერიდან “დილას” ღირსებას 22 წლის თავდამსხმელი ლეანდრო ჟოაკიმ რიბეირო და 23 წლის ნახევარმცველი ჟან დერეტი დაიცავენ.

დერეტი ბოლოს “მოგი მირიმში” თამაშობდა, ხოლო მანამდე “გრემიოსა” და “ფიგეირენსეს” რიგებშიც ასპარეზობდა. ხსენებული გუნდების შემადგენლობაში მას ბრაზილიის სერია A-შიც აქვს ნათამაშები.

რაც შეეხება ლეანდრო რიბეიროს, იგი “ინტერნასიონალის” რიგებში ირიცხებოდა ბოლოს. ასევე უთამაშია “ვილა ნოვას”, “გლორიასა” და “აროუკას” შემადგენლობაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1503