ფეხბურთი

13:09 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესმა ფიფას გადაწყვეტილება დაუწუნა

მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტი ული ჰიონესი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე ფიფას გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. გერმანელი საფეხბურთო მოღვაწე მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ფეხბურთს დადებითს არაფერს მოუტანს.

“ძნელია ამ გადაწყვეტილებას გონივრული ვუწოდოთ. არამგონია მსოფლიოს ჩემპიონატზე 48 ძლიერი გუნდის შეკრება შესაძლებელი იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მნიშვნელოვანი საკითხია ფეხბურთელთა ჯანმრთელობა და მათი შესაძლებლობები ასეთი ფორმატის პირობებში იასპარეზონ. ამაზე ფიფას მეტად დაფიქრება მართებს” - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Bild-ი.

10 იანვარს გამართულ ფიფას კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2026 წლიდან მუნდიალზე 32-ის ნაცვლად 48 გუნდი იასპარეზებს. ნაკრებები 16 სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. ამჟამინდელი ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპიდან 16 გუნდი ითამაშებს, აფრიკას 9,5 ადგილი ექნება, აზიას - 8,5, კონმებოლს - 6,5, კონკაკაფს - 6,5, ხოლო ოკეანეთს - ერთი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117881