ფეხბურთი

10:00 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის თასი 2017 იწყება

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ზამთრის თასი 2017“ აიღებს სტარტს. დარბაზის ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში 13 და 14 იანვარს ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კლუბები დაუპირისპირდებიან.

გათამაშება 16 გუნდს შორის ჩატარდება, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე ნახევარფინალისტებს გამოავლენენ, 15 იანვარს კი ჩემპიონის ვინაობა გახდება ცნობილი. ეროვნული ჩემპიონატის კლუბების გათამაშებაზე დასწრება 13, 14 იანვარს უფასოა.

გათამაშების განრიგი:

15 იანვარს გულშემატკივარს ოლიმპიურ სასახლეში ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავების თამაშის ხილვა შეეძლებათ. ზამთრის თასზე თბილისს მსოფლიო დონის გამორჩეული ფეხბურთელები ესტუმრებიან. გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს უეფას გუნდიც.

გათამაშების ბილეთების გაყიდვა 15 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება და მისი ფასი 2 ლარი იქნება. ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაარსდა. ფონდის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ხასიათისაა და საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115327