ფეხბურთი

1:00 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

შნეიდერლენი “ევერტონის” ფეხბურთელია

“მანჩესტერ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მორგან შნეიდერლენი კარიერას “ევერტონში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

27 წლის ნახევარმცველი “გუდისონ პარკზე” 2021 წლამდე ითამაშებს. მისი ტრანსფერი 20 მილიონი ფუნტი დაჯდა.

მორგანი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2015 წლის ზაფხულში “საუთჰემპტონიდან” გადავიდა. მისი მდგომარეობა “წითელი ეშმაკების” რიგებში ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდგომ შეიცვალა. პორტუგალიელი მწვრთნელი ფრანგ ფეხბურთელს არ ენდობოდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 238 წუთი ათამაშა.

0.112725