ფეხბურთი

17:46 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კობახიძე თურქეთის "გიოზთეფეში" გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის შემტევი სანდრო კობახიძე თურქეთის პირველი ლიგის კლუბ "გიოზთეფეში" გადავიდა. ეს თავად სანდრომ დაუდასტურა Worldsport.ge-ს. "გიოზთეფე" თურქეთის პირველ ლიგაში ლიდერია და სუპერლიგაში გადასვლა სურს.

კობახიძე ბოლოს პოლტავის "ვორსკლაში" თამაშობდა და გულშემატკივართა გამოკითხვით, გუნდის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

"გიოზთეფეს" რაც შეეხება, იზმირის კლუბია. ერთხელ თურქეთის ჩემპიონი გახდა (1950 წელს), ხოლო ევროტურნირებზე საუკეთესო შედეგი 1969 წელს აჩვენა, როცა უეფას თასის ნახევარფინალამდე მივიდა. აი, 1971 წლის შემდეგ კი, "გიოზთეფეს" ევროპაზე საერთოდ აღარ უთამაშია.

"გიოზთეფეს" თურქეთის ნაკრების, "ინტერისა" და "გალათასარაის" ყოფილი ფეხბურთელი ოქან ბურუქი წვრთნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121127