ფეხბურთი

1:20 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ილორის დაემშვიდობა

“ლივერპულმა” პორტუგალიელი ცენტრალური მცველი ტიაგო ილორი “რედინგში” გაყიდა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

23 წლის მცველის ტრანსფერი “რედინგს” 4.37 მილიონი ევრო დაუჯდა. გარიგების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ილორი “ლივერპულში” 2013 წელს ჩაირიცხა. ის ამ დროის განმალობაში “გრანადაში”, “ბორდოში” და “ასტონ ვილაში” იყო განათხოვრებული. ტიაგოს მერსისაიდული გრანდის მაისურის მორგება მხოლოდ 3-ჯერ მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116322