სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

22:45 | 11.01.2017 | ნანახია 3095 - ჯერ

ოფიციალურად: მათე ვაწაძე დანიაში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი მათე ვაწაძე დანიის სუპერლიგაში დაბრუნდა. 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა “ვიბორგთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ამის შესახებ დანიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება.

“ნამდვილად ბედნიერი ვარ დანიის სუპერლიგაში დაბრუნებით. ერთი სული მაქვს მოედანზე გავიდე და კარგი ფორმა დავიბრუნო. პირველ რიგში კი, გუნდში ჩემი ადგილი უნდა მოვიპოვო და დავეხმარო “ვიბორგს” მიზნების მიღწევაში. იმედი მაქვს, რომ ბევრ გოლს გავიტან”, - თქვა წარდგენისას მათემ.

გარდა ამისა, კომენტარი “ვიბორგის” სპორტულმა დირექტორმა მორტენ იანსენმაც გააკეთა:

“ჩვენ ვიცით მათე ვაწაძის შესაძლებლობები. იგი არის სრულყოფილი თავდამსხმელი, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი მაღალი დონე დანიის ჩემპიონატში. გვჯერა, რომ იგი დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში”, - აღნიშნა იანსენმა.

მათე ვაწაძე 2012-2016 წლებში მეორე დანიური გუნდის, “ორჰუსის” რიგებში გამოდიოდა, სადაც 81 მატჩში 32 გოლი გაიტანა. შარშან კი, იგი თბილისის “ლოკომოტივში” ჩაირიცხა, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა და ისევ სკანდინავიაში დაბრუნდა.

რაც შეეხება უშუალოდ “ვიბორგს” – 21 ტურის მერე ეს გუნდი 17 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა სამშვიდობო ზონას სულ რაღაც ორი ქულით ჩამორჩება, სხვათა შორის, “ესბიერგს”, რომელშიც სულ ახლახან კიდევ ერთი ქართველი ოთარ კაკაბაძე ჩაირიცხა. აქვე გეტყვით, რომ დანიის სუპერლიგაში, მესამე ჩვენებურიც თამაშობს – დავით სხირტლაძე “სილკებორგის” საუკეთესო ბომბარდირია.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:53 | 12.01.2017
kakhaberry (2238)

ვა, რა დონე ჩემპი გვქონია, ლოკომოტივში თავი ვერ გამოიჩინა და დანიაში დაბრუნდა

16:11 | 12.01.2017
ssll (1389)

დდდდდდ

12:26 | 12.01.2017
sandrinio10 (1338)

დევდარიანი რომ იყო,.დანიაში თამაშობდა, სად არის ? ხომ არ დაანება ფეხბურთს თავი. კარგი ბიჭი იყო . ტექნიკური

07:03 | 12.01.2017
mushni (68053)

კარგია გაიხსნება იქ ვაწა

23:56 | 11.01.2017
arturi-baierni (24288)

ვიბორგი ესბიერგი სილკელბორგი ოპაააცანეე დაიდო შედეგები

17:09 | 12.01.2017
Buratino (2376)

მათე-ბიჭი ვიბორგში, ოთო ესბიერგში და სხირტლა სილკებორგში - დანიური "გრანდები" ჩვენებს ვერ იყოფენ და ვერც იმაზე თანხმდებიან რომელი გავარდეს ქვედა დივიზიონში

23:44 | 11.01.2017
paatabasket (1174)

მიდი მათეე(მკვლელი თბილისიდან)

05:16 | 12.01.2017
mushni (68053)

Rachvelia

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.100914