სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

23:10 | 11.01.2017 | ნანახია 671 - ჯერ

დვალიშვილის გუნდისათვის ახალი წელი ცუდად დაიწყო

რუსეთის სუპერლიგის მონაწილე ქართველი კალათბურთელის აკაკი დვალიშვილის ,,ნოვოსიბირსკისათვის“ ახალი წელი ცუდად დაიწყო.

6 იანვარს სტუმრად ,,უნივერსიტეტ იუგრასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 95:97 მარცხის შემდეგ ,,ნოვოსიბირსკმა“ მეორე შეხვედრა ,, მბა მოსკოვთან“ ამჯერად 80:84 წააგო. ამ შეხვედრაში დვალიშვილმა დაახლოებით 8 წუთი დაჰყო პარკეტზე და ცუდად ნამდვილად არ უთამაშია. 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა და თანაგუნდელებს 8 ქულა შესძინა.

,,ნოვოსიბირსკი“ , რომელსაც 14 თამაშიდან 10 მოგება აქვს, ბოლო ორი წაგებული შეხვედრის გამო მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა .

მომდევნო შეხვედრას დვალიშვილის გუნდი 16 იანვარს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს და ,,სამარას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:24 | 12.01.2017
sandrinio10 (1338)

ეს ბიჭი უნდა გამოიძახონ ნაკრებში, ანატოლი ბოისას, მეტრეველის და ლეჟავას მაგივრად , ! ტუღუშიმ თავის ძმაკაცები კი არ უნდა მიიწვიოს სკამზე დასაჯდომად . შარაბიძე და დვალიშვილი გამოიძახეთ

22:42 | 12.01.2017
eke99 (772)

ბაზარი არაა ძმაო!!!!

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.08216