სხვა

10:21 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

იტალიას მხოლოდ პირველ მეოთხედში ვაჯობეთ

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მეორე ტურის შეხვედრაში, ჯგუფის უმთავრეს ფავორიტთან - იტალიის ნაკრებთან სტუმრად 5:14 დამარცხდა.

პირველი პერიოდის შემდეგ წინ საქართველო იყო ანგარიშით 2:1. შემდეგ კი მასპინძლები დაეუფლნენ უპირატესობას და თამაში სასურველ ფინიშამდე მშვიდად მიიყვანეს (5:1 3:1 5:1).

საქართველოსა და იტალიის ნაკრებები ჩ ჯგუფში გამოდიან, რუსეთთან ერთად. ორი ტურის შემდეგ, იტალიელებს 2 მოგება აქვთ. პირველი გამარჯვება მათ ერთი თვის წინ, რუსეთში მოიპოვეს (10:7). რუსები მეორე ადგილს იკავებენ, რადგან შარშან ნოემბერში, თბილისში ჩვენს ნაკრებს 14:13 მოუგეს.

14 თებერვალს ქართველი წყალბურთელები რუსებს უკვე სტუმრად ეთამაშებიან. 4 აპრილს კი თბილისში იტალიის ნაკრები ჩამოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109472