სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

16:57 | 10.01.2017 | ნანახია 2066 - ჯერ

ლევან შენგელია "ტეჯონ სიტიზენს" შეუერთდა

ლევან შენგელია ბელგიის "ტიუბიზიდან" კორეის ჩელენჯ ლიგის (რანგით მეორე) კლუბში გადავიდა - "ტეჯონ სიტიზენში". შენგელია ცაცია შემტევი ნახევარმცველია, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და გასულ წელს ნაკრებში ორი გოლიც გაიტანა.

ბელგიაში წასვლამდე, შენგელია ფოთის "კოლხეთში" თამაშობდა. ლევანი უცხოეთში "კოლხეთის" სპორტული დირექტორის, ლაშა ჯაკობიას მეშვეობით გადავიდა. ჯაკობიას კარგი კავშირები აქვს ბელგიაში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.

Worldsport.ge-სთან საუბარში ჯაკობიამ აღნიშნა, რომ "ტიუბიზსა" და "ტეჯონ სიტიზენს" ერთი პრეზიდენტი ჰყავთ და შენგელია კორეაში ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა. "ტეჯონ სიტიზენს" უმაღლეს ლიგაში გადასვლა სურს და ქართველის გარდა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაუმატებია.

ლაშას თქმით, "ტეჯონ სიტიზენს" მშვენიერი პირობები აქვს - ბელგიის წამყვამ კლუბებზე მეტი თუ არა, არანაკლები. ტრადიციული კლუბია, 41000-იანი სტადიონი აქვს, სადაც 2002 წელს მუნდიალის მატჩები გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:37 | 11.01.2017
jarji (179)

აშკარა პროგრესია რააა..... ჯეერ კორეის ...... მერე კიდევ მეორე ლიგააა.. გროზნოში წასულიყავი ჯობდა

00:01 | 11.01.2017
samtrediel (7422)

სულ პატარა, 5 წლის მახსოვს. დიდებზე კარგად კენწლიდა ბურთს.

23:14 | 10.01.2017
Aureliano buendia (166)

კარგი რა, რა კორეი მეორე ლიგა, რაც არ უნდა პირობები იყოს 21წლის ბიჭისთვის მაგას საქართველოს პირველი ლიგა ჯობია, აი ათი წლის მერე კი ბატონო. ამ ჯაკობიას კიდე რა ჭირს ვერავინ ვერ გაამართლა მაგის წაყვანილებიდან

19:39 | 10.01.2017
mismine (1886)

პირობები რა თქმა უნდა კარგი ექნება, კორეაში ყველას კარგი პირობები აქვს. მაგრამ აი ან შენ სად მოგძებმა მაგ კლუბმა ან შენ საიდან მოძებნე ეგ კლუბი??? რა კორეის მეორე დივიზიონი? ავოოოეეე!))) 21 თუ 22 წლის ბიჭი ხარ ამბიცია არ გაქვს? რა კორეის მეორე დივიზიონი მაგარი პერსპექტივაა

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
0.143264