ფეხბურთი

16:12 | 10.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძეს "ანორთოსისის" ვარიანტი აქვს

მათე ვაწაძე, შესაძლოა, კვიპროსის "ანორთოსისში" გადავიდეს. ინტერესი არის და ვნახოთ, რამდენად შეთანხმდებიან მხარეები.

"ანორთოსისს" ვაწაძესთან ტკბილი მოგონებები არ აკავშირებს. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის "დილამ" ფამაგუსტელებს სტუმრად 3:0 მოუგო და ორი გოლი მათემ გაიტანა. გემახსოვრებათ, ის თამაში ბოლო წუთებზე ჩაიშალა, "ანორთოსისის" ფანებმა ტრიბუნებზე სკამებს ცეცხლი წაუკიდეს და მინდორზეც შევარდნენ.

ვაწაძე ბოლოს თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა და იქ კონტრაქტი დაუმთავრდა. რაც შეეხება "ანორთოსისის" დღევანდელ მდგომარეობას, გუნდი ჩემპიონატში მეცხრე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113802