ფეხბურთი

0:15 | 10.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გაბიადინი მომავალი: პრემიერლიგა ან ბუნდესლიგა

იტალიელი თავდამსხმელი მანოლო გაბიადინი სამშობლოს ტოვებს. როგორც 23 წლის შემტევის აგენტმა სილვიო პალიარიმ განაცხადა, ველაფერი გადაწყვეტილია და მისი კლიენტი “ნაპოლის” უახლოეს ხანებში დატოვებს, კარიერას კი, ან ბუნდესლიგაში გააგრძელებს, ანაც პრემიერლიგაში.

“ყველაფერი გადაწყვეტილია. მანოლო პრემიერლიგაში გადავა ან ბუნდესლიგაში. წესით ბოლო დეტალები მომავალ კვირაში უნდა მოგვარდეს”, - თქვა პალიარიმ.

მანოლო გაბიადინი “ნაპოლიში” ორი წლის წინ გადავიდა, მაგრამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხი დღემდე ვერ მოიკიდა და მხოლოდ შეცვლებზე უწევს თამაში. გაბიადინი მანამდე “ატალანტასა” და “სამპდორიაში” თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114951