ფეხბურთი

16:05 | 9.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურას" ამბები: თურქეთში ორი შეკრება და ჯერ ორი ახალწვეული

საჩხერის "ჩიხურა" 12 იანვარს შეიკრიბება თბილისში, "ზამთრის მასტერსი 2017"-ზე ითამაშებს და შემდეგ, 21 იანვარს თურქეთში გაემგზავრება. შეკრებაზე გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, საქართველოს დაუბრუნდება და კიდევ, მეორე უცხოურ შეკრებაზეც წავა: ისევ თურქეთში. სპარინგ-მეტოქეეებს მოგვიანებით შევიტყობთ.

"ჩიხურას" მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ გვაცნობა, რომ გუნდი დატოვეს ლაშა გვალიამ, გიორგი რეხვიაშვილმა ("ლოკომოტივში" გადავიდა) და საბა ლობჟანიძემ (თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა).

რაც შეეხება ახალწვეულებს, ჯერჯერობით, ორი ფეხბურთელია ცნობილი: ბაქარ მირცხულავა "შუქურადან" და ზაზა ჭელიძე "დინამოდან". როგორც იცით, ორივე მათგანი მცველია.

"ჩიხურაში" არაერთი ცვლილება იქნება და როგორც ფრუიძემ გვითხრა, გუნდი წლეულს მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს.

0.106237