რიკარდო კარვალიო კარიერას ჩინეთში, კერძოდ, “შანხაიში” განაგრძობს. ეს, ის გუნდია, რომელსაც ანდრე ვილაშ-ბოაში წვრთნის და რომელმაც ცოტა ხნის წინ ბრაზილიელი ოსკარი შეიძინა.
38 წლის კარვალიოს აზიაში გადასვლა მაინცდამაინც მოულოდნელი არაა იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდში ჩინური გუნდები საოცარ ტრანსფერებს ჩარხავენ.
ვეტერანმა პორტუგალიელმა თავის ახალ კლუბს ბედი ერთი წლით დაუკავშირა.
კარვალიოს არაერთ გუნდში უთამაშია, თუმცა კარიერის საუკეთესო პერიოდი “პორტუსა” და ლონდონის “ჩელსიში” აქვს გატარებული.