კალათბურთი

11:07 | 9.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

“გოლდენ სტეიტმა” სტუმრად “საკრამენტო” 117:106 დაამარცხა (VIDEO). მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია დაასახელეს.

ფაჩულიამ ამ მატჩში მთავარი ის გააკეთა, რომ “საკრამენტოს” ლიდერი დემარკუს კაზინსი გაანეიტრალა. რამდენჯერმე ბურთი ჩაუჭრა, ზაზა დაცვაში კარგად იდგა. დემარკუსს თამაში არ გამოსდიოდა, რის გამოც გაღიზიანდა და სათადარიგო სკამს მუშტების რტყმა დაუწყო, რის გამოც საბოლოოდ დემარკუსი გააძევეს, რამაც “მეომრებს” გამარჯვება გაუიოლა.

ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე გატარებულ 22 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე), 3 ჩაჭრა და ორი გადაცემა გააკეთა. ზაზამ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო. ფაჩულიას კონკურენტმა კაზინსმა პარკტზე 30 წუთი დაჰყო და 17 ქულა ჩაგდო, თანაც ქართველ ცენტრთან შედარებით ძალიან ცუდი პროცენტით ესროლა, თამაშიდან 14 სროლიდან 5 ჩააგდო. კაზინსმა მეტოქის ფარზე ვერც ერთი ბურთი ვერ მოხსნა. დემარკუსს, რომელიც ნბა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია, მიმდინარე სეზონში საშუალოდ 29 ქულას აგდებს და გუნდის ლიდერია, ფაჩულიას კარგი დაცვის გამო ამ შეხვედრაში არაფერი გამოუვიდა, ზაზა კი მშვიდად აკეთებდა თავის საქმეს, ამიტომაც ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

“გოლდენ სტეიტი” 32 მოგებით და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო მატჩში “მეომრები” “მაიამის” დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 11 იანვარს თბილისის დროით 07:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.116387