ფეხბურთი

22:36 | 8.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავას მეთერთმეტე (+VIDEO)

ნიკა კაჭარავამ მორიგი გოლი გაიტანა "ეთნიკოსში". 3:1 გამარჯვება "ერმისთან" და ქართველი ფორვარდი ყველაზე აქტიურიც იყო... მეორე ტაიმში ნიკამ არეულობაში ცარიელ კარში დაამატა და 3:0 გახადა ანგარიში.

კაჭარავამ ერთი საგოლე პასიც მიითვალა და კიდევ, ორი რეალური საგოლე მომენტიც გააცუდა.

16 მატჩი, 11 გოლი - ასეთია ნიკას სტატისტიკა კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში. ნიკამ "ერმისთან" გაფრთხილებაც მიიღო.

კაჭარავას გარდა, "ეთნიკოსში" ითამაშეს ნიკოლაი ყიფიანმა და გიორგი ილურიძემ. ყიფიანი სასტარტოში იყო და ილურიძემ 68-ე წუთზე შეცვალა. შეგახსენებთ, ყიფიანი რუსეთის მოქალაქეა.

"ერმისის" სასტარტო შემადგენლობაში იყო ირაკლი მაისურაძე და 62-ე წუთზე იგი ესპანელმა კარლეს კოტომ (თბილისის "დინამოს" ყოფილი გარემარბი) შეცვალა. აქვე დავამატებთ, რომ "ერმისი" მეექვსე ადგილზეა, ხოლო "ეთნიკოსი" - მერვეზე.

0.06251