ფეხბურთი

19:55 | 7.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნი – ყველაზე შედეგიანი “წითელი ეშმაკი”

უეინ რუნი “მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში საუკეთესო მეგოლეა. ინგლისის ასოციაციის თასზე 32 წლის ფორვარდმა “რედინგის” კარი მეშვიდე წუთზე დალაშქრა და “მანკუნიანელთა” რიგებში 249-ე გოლი გაიტანა. ეს კი, კლუბის მატიანეში საუკეთესო მაჩვენებელია ბობი ჩარლტონთან ერთად.

სერ ბობიმ აღნიშნული რაოდენობის გოლები 1956-1973 წლებში, 758 ჩატარებულ მატჩში შესძლო. “შრეკმა” კი, გაცილებით მოკლე პერიოდში გაიმეორა მისი რეკორდი: 2004 წლიდან 543 თამაში დასჭირდა უეინს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუნი მშვენიერ ფორმაშია ჩარლტონის გადასწრება ახლო მომავალში უნდა შესძლოს.

უეინ რუნის მას შემდგომ რაც “იუნაიტედშია”, სეზონში 14 გოლზე ნაკლები არ გაუტანია. ყველაზე შედეგიანი კი, 2009-2010 და 2011-2012 წლების სეზონი ჰქონდა, როცა ყველა ტურნირის ჩათვლით 34-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110033