ფეხბურთი

0:00 | 7.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაილი “ვოლფსბურგში” ითამაშებს

“მაინცის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი იუნუს მაილი კარიერას “ვოლფსბურგში” განაგრძობს. აღნიშნული ტრანსფერი “მგლების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 2021 წლამდე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. არაოფიციალური ცნობის თანახმად, ტრანსფერის ღირებულება 12.5 მილიონი ევროა.

მაილიმ მიმდინარე სეზონში “მაინცის” რიგებში 24 შეხვედრა ჩაატარა და 8-8 გოლი და საგოლე გადაცემა გაიფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119257