ჩოგბურთი

13:15 | 6.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარი ნახევარფინალშია 

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელმა ენდი მარიმ დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ესპანელი ნიკოლას ალმაგრო 7:6, 7:5 დაამარცხა. მარიმ ზედიზედ 26-ე შეხვედრა მოიგო. მატჩი 2 საათსა და 11 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ტაი-ბრეიკზე ენდიმ 7:4 მოიგო, მეორე სეტში 5:5-ზე გადამწყვეტიბრეიკი გააკეთა, რომელმაც მატჩი ბედი განსაზღვრა.

ნახევარფინალში ენდი მარი ტომაშ ბერდიხს შეხვდება. მატჩი 6 იანვარს თბილისის დროით 19:30-ზეა ჩანიშნული.

0.111963