საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 13 იანვარს დაიწყება "ზამთრის მასტერსი 2017". ტურნირი თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზში გაიმართება, სადაც პროლიგა1-ის ცხრა, პროლიგა2-ის ხუთი და ასევე, ეროვნული ლიგა1-ის ორი გუნდი ითამაშებს.
ანუ, სულ 16 გუნდი გამოვა "ზამთრის მასტერსი 2017"-ზე. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, შემდეგ ეტაპზე ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ, რომლებიც ნახევარფინალში ითამაშებენ. ბოლოს კი ფინალური შეხვედრა შედგება და უძლიერესი გამოვლინდება.
A ჯგუფი: ტორპედო (ქუთაისი), დილა (გორი), გაგრა, შევარდენი-1906 (თბილისი)
B ჯგუფი: ჩიხურა (საჩხერე), საბურთალო (თბილისი), სიონი (ბოლნისი), მერანი (მარტვილი)
C ჯგუფი: დინამო (ბათუმი), კოლხეთი (ფოთი), ვიტ ჯორჯია (თბილისი), თელავი
D ჯგუფი: სამტრედია, დინამო (თბილისი), შუქურა (ქობულეთი), მეშახტე (ტყიბული)









