ფეხბურთი

12:39 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავას მორიგი გოლი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატში მეათე გოლი გაიტანა. ქართველი ლეგიონერის "ეთნიკოსმა" სტუმრად "ომონიასთან" 2:3 წააგო. 67-ე წუთზე კაჭარავამ სტუმრები ორი ბურთით დააწინაურა და "ეთნიკოსისგან" წაგებას არავინ ელოდა, თუმცა მასპინძელთა ლიდერმა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა მეტ დერბიშირმა 71-დან 75 წუთის ჩათვლით 3 გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მიმდინარე სეზონში ნიკამ "ეთნიკოსის" რიგებში ათ გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ზემოთხსენებულ დერბიშირს 5 გოლით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111075