ფეხბურთი

14:10 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

„სიტის“ აპელაცია არ დაკმაყოფილდა

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ „მანჩესტერ სიტის“ აპელაცია, რომელიც ფერნანდინიოს გაძევებას ეხებოდა, უარყო.

31 წლის ბრაზილიელი ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში, „ბარნლისთან“ (2:1) მატჩის 32-ე წუთზე წითელი ბარათით გააძევეს და ოთხი თამაშის გამოტოვება მიუსაჯეს.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელისთვის ეს მესამე გაძევებაა მიმდინარე სეზონში. აქამდე მან წითელი ბარათები ჩემპიონთა ლიგაზე „გლადბახთან“ (1:1) და პრემიერლიგაში „ჩელსისთან“ (1:3) მიიღო.

0.114945