ფეხბურთი

13:45 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძეს თურქეთში ელიან

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უკრაინული “ვორსკლას” ნახევარმცველი სანდრო კობახიძე, დიდი ალბათობით ამ ზამთრიდან კარიერას თურქეთში გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, “ვორსკლას” ფინანსური პრობლემები აქვს და გუნდიდან სხვა ფეხბურთელებთან ერთად კობახიძის წასვლაზე ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ. ყველაზე რეალურ ვარიანტად, 29 წლის ქართველი ფეხბურთელის “ზორიაში” გადასვლა სახელდებოდა, თუმცა უკრაინული football.ua თურქულ Superligyolu.com-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პოლტავური კლუბი კობახიძის ტრანსფერზე “სივასპორს” შეუთანხდა. გარიგების დეტალები ჯერჯერობით არ სახელდება.

“სივასპორი” ამჟამად თურქეთის რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს და სუპერლიგაში გადასვლისთვის იბრძვის - 16 ტურში მოპოვებული 28 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ “გიოზტეპეს” მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

სანდრო კობახიძე უკრაინაში 2008 წელს თბილისის “დინამოდან” გადავიდა, “ვორსკლამდე”, “დნიპროში”, “კრივბასში”, “არსენალში” და “ვოლინში” თამაშობდა, პოლტაველებს კი გასულ ზაფხულს შეუერთდა და უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117514