კალათბურთი

12:46 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიომ” “ტორონტო” გაანადგურა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალურ მატჩში “სან ანტონიომ” შინ “ტორონტო” 110:82 გაანადგურა. ტეხასელებმა პირველი სამი პერიოდი დამაჯერებლად მოიგეს, მეოთხე მეოთხედი კი ფორმალობადღა აქციეს. “ტორონტოში” 26 ქულით დემარ დეროზანი გამოირჩა, ხოლო “სან ანტონიოში” საუკეთესო 25 ქულით კავაი ლეონარდი გახლდათ. “სან ანტონიო” 28 მოგებით და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება.

“ლეიკერსმა” საკუთარ დარბაზში “მემფისს” 116:102 მოუგო. “დათვებმა ვერც ერთი პერიოდის მოგება ვერ მოახერხეს. “ლეიკერსმა” გუნდური კალათბურთი ითამაშა და ექვს კალათბურთელს 14 და მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის ყველაზე მეტი 20 ქულა იანგის ანგარიშზეა. “მემფისში” 22 ქულით მარკ გასოლი გამოირჩა.

“ფილადელფია” შინ “მინესოტას” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე ანგარიში 91:91 იყო, ბურთი ფილადელფიელთა ახალწვეულმა ხორვატმა დარიო სარიჩმა შემოიტანა, რომელმაც ფარქვეშ კოვინგტონს ზუსტი პასი გაუკეთა და ფორვარდმა გამარჯვების ორი ქულა მოიტანა.

“ფილადელფია” – “მინესოტა” 93:91 (29:16, 28:26, 22:26, 14:23)

https://www.youtube.com/watch?v=srxmQIEX7So

“ბოსტონი” – “იუტა” 115:104 (28:29, 26:16, 31:29, 30:30)

https://www.youtube.com/watch?v=2sAM40XEi9s

“დეტროიტი” – “ინდიანა” 116:121 (28:36, 32:30, 32:26, 24:29)

https://www.youtube.com/watch?v=biYkHrT0svc

“დალასი” – “ვაშინგტონი” 113:105 (28:29, 33:38, 26:21, 26:17)

https://www.youtube.com/watch?v=n_TWl269UOo

“სან ანტონიო” – “ტორონტო” 110:82 (29:18, 31:23, 28:17, 22:24)

https://www.youtube.com/watch?v=1MXqSQFaiUk

“დენვერი” – “საკრამენტო” 113:120 (28:29, 23:31, 37:34, 25:26)

https://www.youtube.com/watch?v=jWmUy36OhU4

“ფინიქსი” – “მაიამი” 99:90 (28:29, 28:23, 27:14, 16:24)

https://www.youtube.com/watch?v=b_4rfHruZkI

“ლეიკერსი” – “მემფისი” 116:102 (22:20, 35:28, 34:29, 25:25)

https://www.youtube.com/watch?v=qV__n9cvQ6M

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062824