ცნობილმა ქართველმა მოჭადრაკემ, საერთაშორისო დიდოსტატმა ნანა ალექსანდრიამ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობას მისი დატოვების თხოვნით მიმართა. გამგეობამ ალექსანდრიას განცხადება მიიღო, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ამის შესახებ worldsport.ge-ს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ნანა ალექსანდრია სამჯერ იყო საქართველოსა (1964, 1965, 1968) და ყოფილი საბჭოთა კავშირის (1964, 1965, 1968) ჩემპიონი. ორჯერ (1969, 1974) აქვს მოგებული საჭადრაკო ოლიმპიადა. მსოფლიო პირველობის (1969-1972) პრიზიორი, 1972-1975 წლების პრეტენდენტი. იყო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები გუნდის კაპიტანი, რომელმაც 1992 წელს მანილაში (ფილიპინები) და 1994 წელს მოსკოვში (რუსეთი) საჭადრაკო ოლიმპიადა მოიგო. არის მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი.