მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის მეშვიდე ტურის მეოთხე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „სოხუმი“ და „მგზავრები“ უნდა შეხვედროდნენ, ორივე გუნდის ურთიერთშეთანხმების შემდეგ გაურკვეველი ვადით გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ „სოხუმი“ ბოლო შეხვედრებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ზედიზედ რამდენიმე მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონას საგრძნობლად გასცილდა. რაც შეეხება „მგზავრებს“, 13 შეხვედრიდან ერთადერთი მოგება აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
როგორც ამბობენ, "მგზავრებში" ნახევარგუნდი ავად არისი -ვირუსი. თუ ეს ნამვილად ასეა მაშინ გასაგებია!
და მიზეზი რა იყო?რაღაც მიზეზი ხომ უნდა ქონოდა თამაშის გადადებას?
ეს ჟონგლიორობა როდემდე უნდა იყოს? ამდენი თამაშის გადადება შეიძლება?
ნეტა დააამთავრებენ ჩემპიონაააატს?

