კალათბურთი

15:31 | 29.12.2016 | ნანახია 0 - ჯერ

„ოლიმპმა“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის დასკვნითი მეშვიდე ტური დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო, რადგან გუშინ რუსთავში ადგილობრივი „რუსთავისა“ და „კაკტუსის“ შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. დღეს პირველები სარბიელზე „ოლიმპი“ და „ბათუმი“ გავიდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ორივე გუნდისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან „ოლიმპი“ გასავარდ ზონაში იმყოფება, ხოლო „ბათუმმა“ ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა წააგო და ცხრილის მეორე ნახევარში გადაინაცვლა.

პროგნოზიდან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრა დაძაბული გამოდგა. საფინალო სირენამდე გაურკვეველი იყო გამარჯვებული გუდის გამოცნობა და ასეც მოხდა. მატჩის ბედი მართლაც ბოლო წამებში გადაწყდა. 83:82 გაიმარჯვა „ოლიმპმა“ და უაღრესად მნიშვნელოვანი 2 ქულა ჩაიწერა აქტივში.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 29 ქულა ზღვისპირელთა უკრაინელმა ლეგიონერმა ილია შემოსიუკმა დააგროვა. 24 ქულით და 9 მოხსნით ერთ-ერთი საუკეთესო იყო მისი თანაგუნდელი კახა ჯინჭარაძე. რაც შეეხება „ბათუმის“ კიდევ ერთ კალათბურთელს, ამერიკელ ლეგიონერ ქრისტოფერ ფელჩერს 14 ქულით და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. „ოლიმპმა“ აქცენტი გუნდურ თამაშზე გააკეთა. მათ შორის ყველაზე შედეგიანი უკანახაზელი რეზო როგავა იყო, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასია.

„ოლიმპი“ – „ბათუმი“ 83:82

(17:21, 19:15, 22:28, 25:18)

ამჟამად მიმდინარეობს ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც „დინამო“ მეორე ადგილზე მყოფ „ქუთაისს“ მასპინძლობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069041
სარეკლამო ადგილი - 99
X x X