ფეხბურთი

11:37 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილი "საბურთალოში" დარჩა

საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" თედორე გრიგალაშვილთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც "საბურთალოს" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, კლუბსა და 23 წლის მცველს შორის თანამშრომლობა 1+1 სისტემით გახანგრძლივდა.

გრიგალაშვილს კარიერის განმავლობაში "ზესტაფონში", "სამტრედიაში" და გროზნოს "ტერეკში" უთამაშია, "საბურთალოს" ღირსებას კი გასული ზაფხულიდან იცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113565